თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

44 ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს - მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში

ნახვები: 627 44 ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს - მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეძრწუნება და შეშფოთება ონლაინ სასამართლო სხდომის აღმაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გამო, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით. ჩვენ გვჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მისი ამჟამინდელი სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, ვიდრე ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.

სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და წარმოადგენს ევროკავშირის საფუძველს. ველით, დათქმის გარეშე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ასევე კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ გამოხატონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

ჩვენ გვჯერა, რომ დაუთმობთ ამ საკითხს დიდ ყურადღებას და გადადგამთ აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოთ  სააკაშვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 44 ევროპარლამენტარი.

ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ავრცელებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა