ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

მეუფე ნიკოლოზი - მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? - ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი - „ციანიდის საქმეც“ არის შეთხზული

ნახვები: 1028 მეუფე ნიკოლოზი - მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? - ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი - „ციანიდის საქმეც“ არის შეთხზული

მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? - ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი - „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესშია და „შემთხვევითი ამბავი არ არის“.

„დღეს დილით ამერიკიდან დამირეკეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? - ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. ეს ამბავი გავავრცელე ამერიკაში. ეს არის თქვენი, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. შესაძლოა, მეუფე შიოს სისხლში მართლაც აქვს მომატებული {მეტალები}, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შემთხვევითი ამბავი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოძიების დაწყების მოტივია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თქვენ გამო დაიწყო გამოძიება. მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც ასე მქონდეს. ეს მცენარეებიც რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზებზე, მათაც ექნებათ მომატებული ტყვიის შემცველობა. მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება {ვიღაცის} ინტერესში შედის - „ხე ნაყოფით იცნობება“. იმედია, მობრძანდება მეუფე შიო და ჩაატარებს წირვას. მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს. ესე იგი, არ არის ის მოწამლული. „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, სინამდვილეში არანაირი საქმე არ არსებობს. ხელოვნურია ორივე საქმე“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.

მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიებასსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა