ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვიქტორ დოლიძე - პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება სწორედ ნატო-ს მხრიდან

ნახვები: 561 ვიქტორ დოლიძე - პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება სწორედ ნატო-ს მხრიდან

პოლიტიკური გადაწყვეტილება გვჭირდება სწორედ ნატო-ს მხრიდან, ბურთი ნატო-ს მხარეს არის და ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ვილნიუსში განაცხადა.

დოლიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ბუნებრივია, ჩვენ როგორც ყოველთვის, აქტიურად ვმონაწილეობთ ამგვარ ღონისძიებებში. საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინი​ს, მოლდოვის, მათ შორის აწ უკვე მოპატიჟებული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ წარდგნენ თავიანთი კოლეგების წინაშე. ჩვენი ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის, გამახვილებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, რუსეთთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მილიტარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და დეოკუპაციის მნიშვნელობას შეეხება და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან წევრობას.

ყოველთვის, ჩვენს ნატო-ელ კოლეგებს ვახსენებთ იმის თაობაზე, რომ ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა. დღეს მოცემულობა ასეთია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვსაჭიროებთ სწორედ ნატო-ს მხრიდან, ბურთი ნატო-ს მხარეს არის და ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროულად მიღებას. იმედი მაქვს, ეს დღე აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა