თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს

ნახვები: 625 ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს

ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტისთვის. ჩვენ გვსურს, რომ სამიტზე ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება  იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამენ, რომ ქვეყნის მომავალი ნატო-შია.

„უკრაინა იქნება ნატო-ს ღირებული პარტნიორი ქვეყანა, რეალურად ევროპაში უძლიერესი შეიარაღებული ძალებით. უკრაინელების 90 პროცენტს სურს, იყოს ნატო-ს ნაწილი. უკრაინელების 90 პროცენტზე მეტს სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ომის დასრულების შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ შევიტანთ საჭირო ცვლილებებს ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, რათა საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კონტრშეტევაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნის სურვილია, პროცესები სწრაფად წარიმართოს.

„ყველა ჩვენგანს გვსურს კონტრშეტევის უფრო სწრაფად წარმართვა, რადგან ყოველი დღე უკრაინელების ახალ დანაკარგებს ნიშნავს. ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ არ ვართ გაჩერებულები ერთ ადგილას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა რუსულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზეც“. მისი თქმით, უკრაინას არ ეშინია პრიგოჟინის. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე „ვაგნერის“ დაჯგუფება. მისივე თქმით, პრიგოჟინის ამბოხმა გამოავლინა პუტინის რეჟიმის სისუსტე და შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს.

„პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული. არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს. მეტიც, არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ასეთ ამბოხს მხარს დაუჭერდნენ“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა