ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

შალვა პაპუაშვილი - მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ, მათ დაიბრალონ

ნახვები: 677 შალვა პაპუაშვილი - მთავარია, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ, მათ დაიბრალონ

ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ გულშემატკივრობენ საქართველოში სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და თუ უნდა ოპოზიციამ დაიბრალოს.

„კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციას მისცენ. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან სხვადასხვა დედაქალაქში, ზეპირად ვიცით, რას საუბრობენ, როგორ „გულშემატკივრობენ“ საქართველოში სტატუსის მინიჭებას. თვითონაც მიდიან და საუბრობენ, როგორ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, როგორ ცუდია ჩვენი ინსტიტუტები, როგორ გაუბედურებულია აქ სიტუაცია, ოღონდ იქნებ გადმოგვიგდოთ კანდიდატის სტატუსი, ამ დონეზე არიან დასულები. მთავარია, მოგვცენ და თუ უნდათ, ოპოზიციამ დაიბრალოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე – „ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს და მედიის პუნქტი არ არის შესრულებული“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მედიის წარმომადგენელზე თუ არის ძალადობა, დროულად და სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული“.

„რაც შეეხება რეკომენდაციის შესრულებას, ანგარიშის შემდეგ, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რაც იქნება ევროკავშირის აუდიო და ვიზუალურად დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვნად წინ წასწევს ამ პროცესს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ საუბარია არა რაიმე საკანონმდებლო დამატებით რეგულაციებზე, არამედ იმაზე, რომ მოხდეს დროული გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისგანაც ხდება ჟურნალისტზე თავდასხმა. მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია ზოგადად, ძალადობის კულტივირების პრევენციასთან ბევრი მხრიდან და ამაზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა