4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოხდეს ძალადობის ჩამდენი პირების დასჯა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა

ნახვები: 508 შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოხდეს ძალადობის ჩამდენი პირების დასჯა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა

ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ძალადობის დაგმობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოხდეს ძალადობის ჩამდენი პირების დასჯა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც დაგმოს ძალადობა.

„ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ დაგმობის საგანი არის უნდა იყოს, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მოხდეს დასჯა ადამიანების, ვინც ძალადობას ჩადის. ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე დაგმობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც, რომელსაც მართალია, ბერკეტი არ აქვს, დასაჯოს მოძალადე, მაგრამ მინიმუმ უნდა დაგმოს ძალადობა. მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენთან ხდება ძალადობის კულტივაცია სხვადასხვა მეთოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, თავს იჩენს ხოლმე ჭარბ ემოციებში, შემდეგ ემოციები გადადის შეხლა-შემოხლაში და ძალადობაში. ძალადობა როცა  იკვეთება, იქ უკვე ერევა კანონმდებლობა და ხდება შესაბამისი მოქმედებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა