Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran
იტალია სკოლებში ბურქისა და ნიქაბის აკრძალვას და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს

ცისანა შარტავა - საპატრიარქოდან მიღებული ინფორმაციით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს

ნახვები: 719 ცისანა შარტავა - საპატრიარქოდან მიღებული ინფორმაციით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია.

როგორც ექიმი აცხადებს, არანაირი ინფორმაცია არ აქვს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს მეუფე შიო მოწამლეს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ.

მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე.

კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში ჯერ არ გაკეთებულა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა