კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

პრეზიდენტი - არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და არც არასდროს ვიქნები, ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ

ნახვები: 557 პრეზიდენტი - არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და არც არასდროს ვიქნები, ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ

არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამ და არასდროს ვიქნები! - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის განმარტებით, გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს დაუპირისპირდა, ისინი დააღალატა. კითხვაზე, თუ ვისი დაკვეთა შეასრულა ზურაბიშვილმა და ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„მე ვიყავი არჩეული, როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რაც წერია კონსტიტუციაში. სულ, როცა კითხვაა, ვაღიარებ, ვისი მხარდაჭერილი ვიყავი და მადლიერება გამოვთქვი, მე მგონი, ესეც ქართული კულტურის ნაწილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს დამოკიდებულებას და ძალიან არასწორი გაგებაა, დემოკრატიის, პრეზიდენტის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის მისი ამომრჩევლის საკუთრება. პრეზიდენტი იმ მომენტიდან, როცა არჩეულია, არჩეულია და ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ხდება, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება იყოს დაპირისპირებული მეტ-ნაკლებად და მე მგონი, საზოგადოება ბევრად ნაკლებად დაპირისპირებულია, ვიდრე ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით იმისთვის, რომ თავისი სიცოცხლე გაახანგრძლივოს - ორივე მხარემ.

რეალურად, დღეს, საქართველოში სივრცე სულ სხვაა, დიდი უმრავლესობაა, რომელიც არ ემხრობა არც დღევანდელ მთავრობას, არც იმ ნაწილს, ოპოზიციას, რომელიც დღეს მეტ-ნაკლებად დაქსაქსულია და სხვა რამე უნდა, განახლება უნდა, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება, მითუმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, არის ეს მოთხოვნა - მინდა განახლდეს, მინდა სხვა რამე დავინახო. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რაც მე ვნახე ყოველ შემთხვევაში რეაქციებით, იცით ალბათ, ჩემი „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ ღიაა, ყველაფერს ვკითხულობ, ყველაფერს ვიღებ, თუნდაც, ლანძღვას იქით, ან აქეთ, ვერ ვნახე, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა, რადგან ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, მე ასე მიმაჩნია და ამიტომ მივიღე, არ მივიღე, იმიტომ რომ მსიამოვნებდა, არ მივიღე იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო, ისიც მინდა გითხრათ, ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე, კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ, რა თქვა. გუშინ, რაც ითქვა პარლამენტში - ეს არ არის ჟურნალისტი, ეს არის პარლამენტარი, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, უხამსი სიტყვებით ახსენოს პრეზიდენტი, ესეც მოვითმინე. სტრატეგიული მოთმინება პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭიროა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, გვარამიას შეწყალება შედიოდა თუ არა ქვეყნის ინტერესებში და არის თუ არა, აღნიშნულის შედეგად პოლარიზაცია მოსალოდნელი, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„არ მომხდარა, ჩემთან 100 დემონსტრანტი მოვიდა, რა გაღრმავება პოლარიზაციის, ისედაც არის ეს ქვეყანა მაქსიმალურად პოლარიზებული. პრემიერის გუშინდელ გამოსვლა არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს? - მგონია, რომ არ შეიძლება!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა