თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს
ბაჩო ახალაია მოსამართლეს - ბრალდენის არსი გასაგები არ არის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია
Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბელარუსში არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის განკარგულება გასცა

27.06.2023 ნახვები: 567

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მან ბელარუსში არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ლუკაშენკომ ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთში როდესაც მოვლენები ვითარდებოდა, მე გავეცი განკარგულებები არმიის სრული საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ქვეყანაში არავის ამოუღია ხმა.

„არცერთ ოჯახს, არც ცოლებს, არც შვილებს, არც ნათესავებს, არავის. ნახევარ დღეში არმია, შეიარაღებული ძალები, მილიცია, სპეცდანაყოფები მოყვანილი იყვნენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, რუსეთის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების ხილვა მტკივნეული იყო.

„არ დავმალავ, მტკივნეული იყო იმ მოვლენების ყურება, რომლებიც რუსეთის სამხრეთით ხდებოდა, არა მხოლოდ ჩემთვის. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ ისინი გულთან ახლოს მიიღო, რადგან მამული ერთია“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ძალისხმევაზე. მისი თქმით, ცხოვრება ომის გარეშე შედეგია ყოველდღიური მუშაობისა, რომელიც ყოველთვის არ ჩანს, თუმცა კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს.

„თანამედროვე ბელარუსებს გაუმართლად, რომ დაიბადნენ და ცხოვრობენ მოწმენდილი ცის ქვეშ. თუმცა ჩვენ, როგორც სამხედროებმა, კარგად ვიცით, რომ ომის გარეშე ცხოვრება, არის დიდი ყოველდღიური შრომის შედეგი. თქვენ განათლებული ადამიანები ხართ, თითქმის ყველა ზიხართ „მესენჯერებში“, კითხულობთ სხვადასხვა საყვედურს ჩემი მისამართით, რომ მე ომისთვის ვემზადები. თითქმის 30 წელია, მე ყოველ დღე თქვენთან ერთად ვემზადებოდი და ვემზადები ომისთვის. შეიძლება, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მშვიდობიანი ცის ქვეშ ვცხოვრობთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს განცხადებით, დღეს სუვერენული ბელარუსისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაში უკიდურესად რთული პერიოდია.

„ახალი გლობალური კონფლიქტის საფრთხე არასდროს ყოფილა ასე ახლოს, როგორც დღეს. კვლავ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, მთელი ჩვენი რეგიონის აფეთქებას, ხალხის დეზორიენტაციას, ნებისმიერი საშუალებებით სიტუაციის არევას და ამ ხმაურში საკუთარი წესების დანერგვას, საკუთარი წესრიგის დაყენებას. წესრიგის, რომლის დროსაც უკვე აღარ იქნებიან ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ერები. ჩვენც მაგრები ვართ, გულწრფელად ვთქვათ, არ გამოვტოვებთ შესაძლებლობას, ამის საბაბი მივცეთ. როგორც ვამბობდი, არ არსებობს ფერადი რევოლუციები, თუ ამისთვის ქვეყანაში მცირედი მიზეზი მაინც არ არის“, – განაცხადა ლუკაშეკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა