მეუფე შიო - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა
მსოფლიო პატრიარქი - განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ილია მეორემ
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
სამებიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოშია
მეუფე ზენონი - საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები რუსეთის მიზეზით აქვს
სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს
პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს

არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი „ბიძინას აგენტი“? ანუ გილოცავთ, ქალბატონო სალომე...

26.06.2023 ნახვები: 2762

ბოლო თვეების მანძილზე სალომე ზურაბიშვილი, სრულიად მოულოდნელად მოექცა პოლიტიკურად აქტიური ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

პრეზიდენტი, რომლის არჩევაც ქოცების მხრიდან ხალხზე ძალადობის და საკუთარი გეგმის ნებისმიერ ფასად შესრულების ნათელი მაგალითი გახდა, უეცრად აღმოჩნდა პროდასავლური საზოგადოების ერთ-ერთი იმედი.

განსაკუთრებით აშკარად ეს გამოჩნდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ - ოფიციალურმა თბილისმა დაიკავა იმდენად ამაზრზენი პოზიცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ზომიერად პროდასავლურმა რიტორიკამ განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობა შეიძინა.

ამის გამო ზურაბიშვილი გახდა მსხვილფეხა ქოც-ნახირის რისხვის ობიექტი - მას აუმხედრდნენ როგორც თავად მწყემსები, ასევე მათ მიერ მართული პროპაგანდისტული აპარატი.

თუმცა, პროდასავლურ-ოპოზიციურ ბანაკში მის მიმართ ყოველთვის იყო დიდი უნდობლობა - იქნებ ის ბიძინას მეორე ხელის როლს ასრულებს? ერთი ხელით ოლიგარქი მართავს უპრინციპო მედროვეებს, რომლებიც მას რუსეთთან ურთიერთობებს „ულაგებენ“, მეორეში კი შემონახული ჰყავს აშკარად პროდასავლური პრეზიდენტი.

თუ მოხვდა ქოცების საზომებით უბედურება და რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდა, ბორენკა გადაყრის სანაგვეზე ფსიქიკურად დაავადებულ ირაკლებს, წინა პლანზე გამოიყვანს სალომეს, თვითონ კი იტყვის, რომ ის ყოველთვის პროდასავლური იყო. ყველაფერი ამ 2 ირაკლის ბრალია, მათ არიეს ყველაფერი.

ეჭვებს მის მიმართ აღვივებდა მისი პასიურობა იმაში, რაც შეეხებოდა არა განცხადებებს და ლამაზ სიტყვებს, არამედ კონკრეტულ საქმეებს და პირველ პრეტენზია იყო ის, რომ მან არ შეიწყალა ნიკა გვარამია.

გასაგებია, რატომ არა მიშა - მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რაც გამორიცხავს მის ამნისტიას, მაგრამ რატომ არა - ნიკა გვარამია? შესაძლოა, აქაც საქმე პროცედურებთან გვაქვს - გვარამიას საქმე ჯერ არ იყო დასრულებული, წინ იყო სააპელაციო სასამართლო და ალბათ ამ დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული ამნისტიის შესაძლებლობა.

თუმცა, ზურაბიშვილი დუმილს ინარჩუნებდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისგან თავს იკავებდა, რაც მის მიმართ უნდობლობას აღვივებდა.

და აი, ეს ფაქტიც მოხდა, ზურაბიშვილმა გვარამია შეიწყალა, რითაც მისი გავლენა პროდასავლურ საშუალო ფენაში მკვეთრად გაიზარდა.

თუმცა კითხვები მის ურთიერთობებზე ბიძინასთან არსად გამქრალა, და პასუხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

მაშ, არის თუ არა სალომე ბიძინას კადრი?

ალბათ უფრო არა და ეს გამომდინარეობს ბორენკას ფსიქოტიპიდან, რომელიც უკვე კარგადაა შესწავლილი და დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს.

ბიძინასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთგულება და მორჩილება. აზრების გამოხატვა აკრძალული არაა, ოღონდ არა საჯაროდ და არა ფუნდამენტურ საკითხებში.

ბორენკას ადამიანებით მანიპულირების სტრატეგია საკმაოდ მარტივი და სწორხაზოვანია, ღრმა ჩანაფიქრები და სამსვლიანი მოქმედებები მის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

მისთვის საჯარო სივრცეში კონფლიქტის გამოტანა არის ღალატი, მოღალატე კი უარესია, ვიდრე ის, ვინც თავიდან ოპოზიციაში იყო.

ყველას გვახსოვს გიორგი გახარიას ისტორია, რომელიც ბორენკას ერთ-ერთი ფავორიტი იყო, შემდეგ პარტიიდან წავიდა და იქ დარჩენილ ირაკლებს დაუპირისპირდა, შესთავაზა ბიძინას თავისი თავი მათ ნაცვლად,

ეს შემოთავაზება ურიგო არ იყო - გახარია, მთელი თავისი კარადაში დამალული ჩონჩხებით და 20 ივნისით, კლასით გაცილებით მაღლა დგას როგორ პოლიტიკოსიც და როგორ ადამიანიც ორ დაავადებული ირაკლისთან შედარებით. მაგრამ ბიძინამ მას დაუმორჩილებლობა, პარტიული დისციპლინის დარღვევა და კონფლიქტის გარეთ გამოტანა ვერ აპატია.

მანამდე იყო გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც სულ რამდენიმე თვეში გაიარა გზა უპირობო ფავორიტისგან მოსისხლე მტრამდე,

სავარაუდოდ, არც ზურაბიშვილის ისტორიაა განსხვავებული და არანაირ ღრმა შეთქმულების თეორიას ადგილი არა აქვს  - ბიძინას მაგის თავი არა აქვს. სალომემ ხასიათი აჩვენა ქოცობას და დაიკავა ადგილი მარგველაშვილთან და გახარიასთან გვერდით.

ეს არის ქოცების, როგორც ტოტალიტარული სექტის თვისება და ხვალ, სავარაუდოდ, ოპოზიციის სალანძღავ პლაკატებზე სააკაშვილთან, ლევან ბერძენიშვილთან და სხვებთან გვერდით, სალომესაც ვიხილავთ.

გილოცავთ, ქალბატონო სალომე  - კარგ გარემოცვაში ხართ...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა