საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

კვარაცხელიას გოლი სერია A-ში საუკეთესოდ აღიარეს - ვიდეო

ნახვები: 666 კვარაცხელიას გოლი სერია A-ში საუკეთესოდ აღიარეს - ვიდეო

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი საუკეთესოდ აღიარეს. ინფორმაციას სერია A-ს პრესსამსახური ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

„გულშემატკივრების შეფასებით, „ატალანტასთან“ მატჩში კვარაცხელიას გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოა, მან გულშემატკივრების გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ კვარაცხელიამ შეტევა ძლიერი დარტყმით დაასრულა“, – ვკითხულობთ სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

11 მარტს, ბერგამოს „ატალანტასთან“ 26-ე ტურის მატჩის მე-60 წუთზე, კვარაცხელია ბერგამოელთა შვიდ მცველს ეფექტურად გასცდა და ზუსტად დაარტყა. მატჩი კი „ნაპოლის“ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

ჯამში, 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით „ნაპოლი“ 33 წლის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგაზე ნეაპოლელებმა გამოსვლა 1/4 ფინალურ ეტაპზე დაასრულეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა