თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ნახვები: 626 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც, თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და, შესაბამისად, დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.

ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.

ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს შვიდი წევრი ჰყავს, საბჭოს წევრობისთვის კიდევ ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, მაგრამ, დიდი ალბათობით, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს ისინი მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს შვიდ წევრსაც შეუძლია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, ის 2022 წლის ივნისში შევიდა ეროვნული საბჭოში, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა