თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი ღარიბაშვილი - მიმაჩნია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ მშვიდად, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

ნახვები: 628 ირაკლი ღარიბაშვილი - მიმაჩნია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ მშვიდად, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ მიშელთან, მის კაბინეტთან. ასევე, შევხვდი კომისარ ვარჰეის და მქონდა ვრცელი საუბარი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას იმსახურებს.

„ვიზიტებისას დეტალურად ავუხსენი მეგობრებს, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, სრული რაპორტი არის მიწოდებული ევროკომისიისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ მშვიდად გადაწყვეტილებას. მათ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, იმ სიტუაციაში, რაშიც ჩვენ, ყველანი ვიმყოფებით, მსოფლიო, ზოგადად ევროპაში რაც ხდება, უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან სრულად შეცვალა წესრიგი. მე მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა და ეს არ შედის არც დასავლეთის და არც ჩვენს ინტერესებში.  ასევე, მკაფიოდ ვუთხარი ჩვენ მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი. ეს არის ერთ-ერთი სპეკულაციის საგანი და წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს სტატუსს, ეს გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. დაველოდოთ რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო, მაგრამ ალბათ ინფორმაცია გახდება მაინც ხელმისაწვდომი. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა