ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

„გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და სიმწიფე“ - ევროპარლამენტარების ერთობლივო მიმართვა საქართველოს პოლიტიკურ კლასს

ნახვები: 475 „გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და სიმწიფე“ - ევროპარლამენტარების ერთობლივო მიმართვა საქართველოს პოლიტიკურ კლასს

„წინასაარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედიის გამძაფრებული პოლარიზებით, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა," - ნათქვამია ევროპარლამენტარების - მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიონა ფონ კრამონის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს ეხება.

„წინასაარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედიის გამძაფრებული პოლარიზებით, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. ხშირად, პერსონალური თავდასხმები ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ართმევდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც ბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინებაზე, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და არ დაუშვან იგივე შეცდომები მეორე ტურის მიმდინარეობისას.

„არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ გადაიჭრას პირველი ტურის დროს დაშვებული შეცდომები. მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე. მათ საზოგადოებრივი ინტერესი პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა დააყენონ, გადაფურცლონ კონფლიქტების გვერდი და განახორციელონ ძალიან საჭირო რეფორმები.

ევროპარლამენტი კვლავ მზადაა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდაჭერის სრული სპექტრით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგებიც აჩვენებენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა