ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრი გადადგა

ნახვები: 475 ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრი გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა დროებით უფლებამოსილება მოიხსნა. მიზეზი სოხუმში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომელშიც დეფაქტო პარლამენტის წევრი გარი კოკაია მონაწილეობდა.

სროლა 30 სექტემბერს სანაპიროზე მდებარე რესტორანთან მოხდა, სადაც დეპუტატი ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს ომის ვეტერანებთან ერთად აღნიშნავდა.

რესტორნიდან გამოსულმა კოკაიამ სროლა დაიწყო. ადგილზე ე.წ. შს მინისტრის მისვლა გახდა საჭირო. მილიციელებს დეპუტატმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ე.წ. სამართალდამცველებსა და ვეტერანებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტისას 7 ვეტერანი დაშავდა.

მოგვიანებით შსს-ს შენობასთან ავტომატური იარაღით ცეცხლი კიდევ ერთმა ე.წ. დეპუტატმა ალმასხან არძინბამ გახსნა. მომხდარს არაღიარებული რესპუბლიკის გენპროკურატურა იძიებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა