ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

“მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის“ - ნანა ტოხვაძე

12.06.2023 ნახვები: 805

“მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის. "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს", როინ მეტრეველზე უკეთ ამ ციტატის კონტექსტი, არსი და პრაქტიკაც ცოტამ თუ იცის საქართველოში“ - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე  ბექა ყორშიასა და როინ მეტრეველის სატელეფონო ინტერვიუს.

მისი თქმით, სიუჟეტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ნომენკლატურა კვლავ იკრებს ძალებს განათლებისა და მეცნიერების წინააღმდეგ


მეცნიერებათა აკადემიის „საქმიანობასთან“ დაკავშირებულმა სიუჟეტმა დაგვარწმუნა, რომ მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის. სამწუხაროდ, ნომენკლატურა კვლავ ძალებს იკრებს განათლებისა და მეცნიერების საზიანოდ,- განაცხადა ტოხვაძემ.


ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, რომ მეცნიერთა აკადემიის ამ ფორმით არსებობას აზრი არ აქვს და მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობებისთვის ღირსეული ნაბიჯები გადაიდგას:

ახლა მნიშვნელოვანია, რა გზას ვადგებით როგორც საზოგადოება?! უშედეგოდ ველით როინ მეტრეველის მორალური კომპასის გასწორებას და "დანიშნული თანამდებობიდან" გადადგომას? თუ ვითხოვთ, რომ მახინჯი სისტემა  შეიზღუდოს თუ მორალით არა, შესაბამისი კანონმდებლობით? მეცნიერთა აკადემიის ამ ფორმითა და შინაარსით არსებობის აზრს ვერც აქამდე ვხედავდით, მაგრამ რომელიმე მომხდარი ფაქტი ხომ შეიძლება გახდეს მიზეზი რეალური რეფორმირების?! იქნებ მსჯელობისა და ღია დისკუსიის დაწყება დაგვიანებულიცაა, მაგრამ სირცხვილის მოწმენდის მცდელობად მაინც ჩაითვლება მომავალი თაობის თვალში, - აღნიშნა ტოხვაძემ.

 

 
 
 
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა