საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

ლევან ხაბეიშვილი - მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რატომ უნდა იყოს მოწვეული, არასამთავრობოა თუ დიპლომატი?

ნახვები: 666 ლევან ხაბეიშვილი - მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რატომ უნდა იყოს მოწვეული, არასამთავრობოა თუ დიპლომატი?

მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რატომ უნდა იყოს მოწვეული, რა შუაშია? არასამთავრობოა თუ დიპლომატი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზენტაციის – „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეს შეხვედრა აქვთ დიპლომატებთან და მოსაწვევი არ გაუგზავნიათ მათთვის, ვინც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ან დიპლომატი.

„მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, ნუ გადამრევთ. პარტიის წევრები არიან დღეს აქ? მელია არასამთავრობოა თუ დიპლომატი? პრეზენტაციას ვაკეთებთ მე და გენერალური მდივანი. მოწვევა რა შუაშია, რა მოგივიდათ. დიპლომატებს და არასამთავრობოებს ვხვდები და მელიას რატომ არ დაუძახეთო. 500 000 პარტიის წევრია და რატომ მათზე არ მეკითხებით? ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოიწვია მელია, არასერიოზულია. დღეს შეხვედრა გვაქვს დიპლომატებთან და მოსაწვევი არავისთვის გაგვიგზავნია, ვინც არ არის არასამთავრობოს წევრი ან დიპლომატი. მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობოები და მათ უნდა იცოდნენ, ყველაზე ძლიერ პარტიაში როგორი დემოკრატიული პროცესებია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა