საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას”

ნახვები: 667 ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას”

ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას” და „ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა.

„საბანკო ოლიგარქია, “მაფია”, რომელიც ფაქტობრივად, ჟარგონად რომ ვთქვათ, „წეწავს ხალხს“. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას. დაბალი ანაზღაურება, დაბალი ხელფასები, დაბალი შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს ბათუმისა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივებს და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა. ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას”. მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია და „ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ „ენმ არის ძალა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“.

„ჩვენ ამ წლების განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდით როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე დედაქალაქშიც, რომ „რუსული ოცნება” გვეიძულებინა უკან დაეხიათ. მილიონობით ლარი იხარჯება ჩვენს მუნიციპალიტეტში წყლის სისტემებზე, გაზიფიცირებაზე, ასფალტზე, თუმცა ეს მილიონები მიდის მხოლოდ მათ ჯიბეში, მაგრამ ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობენ აქ მცხოვრები ადამიანები. ამიტომ, ჩვენ აქტიურად, კარდაკარ, სოფელ-სოფელ დავდივართ და აუცილებლად, ძალიან მალე შევცვლით რუსულ რეჟიმს ხალხთან ერთად“, - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა