კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ ევაკუირებული ხალხი რუს დამყრობლებს იმავე შენობებში გადაჰყავთ, სადაც სამხედროები ჰყავთ განლაგებული

ნახვები: 557 უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ ევაკუირებული ხალხი რუს დამყრობლებს იმავე შენობებში გადაჰყავთ, სადაც სამხედროები ჰყავთ განლაგებული

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოკუპირებული ნაწილიდან ევაკუირებული ხალხი რუს დამყრობლებს იმავე შენობებში გადაჰყავთ, სადაც სამხედროები ჰყავთ განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებებში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ დანაშაულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ ხალხს პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული გენშტაბის ცნობით, რუსები მშვიდობიანი მოსახლეობის „ფარად“ გამოყენებას ცდილობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა