თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

ნახვები: 631 ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა.

„სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო შეხვედრა კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციის თემაზე. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ: სტიქიის შედეგად ოლქში არსებული ოპერატიული მდგომარეობა, პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, ასევე, ოლქის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ოპერატიული სამხედრო მდგომარეობა ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატასტროფის ზონაში. მნიშვნელოვანია ზარალის დათვლა და თანხების გამოყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებლების კომპენსაციისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქში მინიმუმ 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიტბორა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა