პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

სერგეი შოიგუ - კიევმა დიდი ხნის წინ დაპირებული კონტრშეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში დაიწყო

ნახვები: 665 სერგეი შოიგუ - კიევმა დიდი ხნის წინ დაპირებული კონტრშეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში დაიწყო

კიევმა დიდი ხნის წინ დაპირებული კონტრშეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს.

„სამი დღეა, უკრაინის რეჟიმმა დაიწყო დიდი ხნის დაპირებული შეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში, ამ მიზნით კონცენტრირდა დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა. მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი: 300 სამხედრო, 16 ტანკი, 26 ჯავშანტექნიკა და 14 მანქანა“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, გუშინ კიევმა შვიდი მიმართულებით სცადა შეტევა,თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

შოიგუმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს კიევმა ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. მისივე თქმით, კიევმა ჩაიდინა ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეკოლოგიური შედეგები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა