თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე - როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში

ნახვები: 624 რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე - როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდადებული პატიმარი. ის, როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, იქნება გადაყვანილი. ანუ ეს [გადაყვანა] საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. „ვივამედის“სამედიცინო პერსონალთან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“ , - განაცხადა ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა