ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ქარ-ცეცხლი ხელისუფლებას - 26 მაისი

ნახვები: 758 სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ქარ-ცეცხლი ხელისუფლებას - 26 მაისი

ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგია და მიუხედავად რუსეთის იმპერიის წნეხისა და საბჭოთა ოკუპაციისა, ქართველი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ მეტად ძლიერდებოდა.

„ეს დღე თავისით არ მოსულა. იმისთვის, რომ 26 მაისი დამდგარიყო, ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მიზანს სიცოცხლე მიუძღვნეს, თავი გაწირეს და ძალა არ დაიშურეს. ქართველებმა ვიცოდით თავდაცვაც და თავდადებაც. ვიცოდით, თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, გვესმოდა რომ ერთი მეორისგან განუყოფელია. ქართველები არცერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ. მიზნად არც რომელიმე ქვეყნის დაპყრობას თუ მტრობას არ ისახავდნენ. რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და ერთმორწმუნე ძმის მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც. 70-წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა. ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი, პირიქით, რაც უფრო მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო მეტად ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამ ღირსებით, პრინციპებითა და შეგნებით მოვედით. 26 მაისი სხვა არაფერია, თუ არა ამ სულისკვეთების განსახიერება. დღე, როცა უნდა ვამაყობდეთ წარსულით და ახალი თაობის უკეთეს მომავალს ვამზადებდეთ. დღე ზეიმისა და ამაღლებული განცდების. ზეიმიც გვაქვს და ულამაზესი სანახაობაც. ამავე დროს, ვისურვებდი რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს, დარწმუნებული იყოს, რომ ვისაც ამის პასუხისმგებლობა გააჩნია, ის მართლაც იცავს საკუთარ მოქალაქეებს, აძლიერებს ქვეყანას, ხვალინდელი დღისთვის თავისუფალ, დემოკრატიულ და ღირსეულ საქართველოს აშენებს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი იმედი საზოგადოებაა, რომელმაც ყველა კრიტიკულ მომენტში დაანახა მსოფლიოს თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება.

„დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის დღე უნდა იყოს, შემართებისა და ღირსების დღე. იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი წარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომითა და ჟინით შეძლეს და საქართველო კულტურაში, სპორტში თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ასახელეს. მჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან ერთად, ცოდნას, პროფესიონალიზმსა და ახალ პერსპექტივებს დანერგავენ. იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას. იმედი გვიჩნდება, როდესაც იქ მცხოვრები ქართველები ყველა შევიწროებას უმკლავდებიან და არ თმობენ არც ქართულ ენას და არც ქართველობას. სიამაყის განცდა გვეუფლება, როდესაც ვუყურებთ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და ურთულესი პირობების მიუხედავად, მტერს არა ნებდება, გატაცებებმა ვერ შეაშინა და ვერ გააძევა საკუთარი სახლიდან. ყველაზე მთავარი იმედი ჩვენი საზოგადოებაა, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველასათვის გასათვალისწინებელია, რამეთუ ის, ხვალინდელ დღეს წარმოადგენს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა