თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, გახდნენ არარადიკალურები

ნახვები: 626 ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, გახდნენ არარადიკალურები

ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ შემთხვევაში დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს მოლოდინი ოპტიმისტურია.

„ჩვენი მოლოდინი არის ამ კუთხით ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ისევ ამ კუთხით შანსები არის 50/50-ზე. ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები და, პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაცია სინამდვილეში არის მოგონილი ტერმინი. პოლარიზაციის ქვეშ იფუთება რადიკალიზმი და პოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. ეს არ არის დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაცია არის ის, როდესაც რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ აქვს, თვითონ იმოქმედოს რადიკალურად. ჩვენ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, გახდნენ არარადიკალურები. ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი მოწოდება. ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ეს მოწოდება მაინც შეგვიძლია, გავაჟღეროთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა