მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გახარიას თანაგუნდელს მანქანა დაუცხრილეს - „პასუხისმგებლობა ეკისრება კობახიძეს, კალაძეს და ღარიბაშვილს“

ნახვები: 447 გახარიას თანაგუნდელს მანქანა დაუცხრილეს - „პასუხისმგებლობა ეკისრება კობახიძეს, კალაძეს და ღარიბაშვილს“

„დღეს, 25 სექტემბერს, გამთენიისას, გახარიას პარტიის ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს ავტომანქანა დაუცხრილეს, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ოცნების" ხელმძღვანელობას" - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, გახარია პარტიის კანდიდატების მიმართ ზეწოლა და მუქარა გრძელდება

"პარტია „საქართველოსთვის" წინასაარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, ვერ ატარებს. დღეს, გამთენიისას მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ოცნების" ხელმძღვანელობას: კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაინძრნენ. ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე

მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით. გუშინ მანქანის საბურავები დაუჭრეს ლაგოდეხის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, სალომე ღონღაძეს. რამდენიმე დღის წინ ასპინძის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერიის თანამშრომლები თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, არკადი სოფოევს. მთელი ქვეყნის მასშტაბით აზიანებენ და ანადგურებენ პარტიის სააგიტაციო მასალას" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა