ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

II საქველმოქმედო აუქციონი «Ertad Gamarjvebisken. Переможний» თბილისში და ბათუმში ერთდროულად გაიმართება

ნახვები: 603 II საქველმოქმედო აუქციონი «Ertad Gamarjvebisken. Переможний» თბილისში და ბათუმში ერთდროულად გაიმართება

28 მაისს 17:00 საათზე სტარტს აიღებს საქველმოქმედო აუქციონი უკრაინელი და ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად. აუქციონის მიზანია თანხების შეგროვება სამხედროების,კერძოდ, ქართული ლეგიონისა და აზოვის ბრიგადის მებრძოლების, ასევე სხვა ქვედანაყოფების დასახმარებლად. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სამხედროებს, რომლებიც დღეს საერთო მტრისგან იცავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

აუქციონი ერთდროულად გაიმართება თბილისსა და ბათუმში და პარალელურად ჩატარდება ვიდეო ხიდის მეშვეობით. თბილისში ღონისძიება Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე (წერეთლის გამზ. 114, Coca-Cola ქარხანა), ხოლო ბათუმში - Veranda Acropolis-ში (ხიმშიაშვილის ქ. 12ბ) გაიმართება.

აუქციონზე წარდგენილ ლოტებს შორის არის ღვინის ბოთლი ვახტანგ კიკაბიძის პირადი კოლექციიდან; სპეციალურად აუქციონისთვის ჯგუფ Okean Elzy-ს ლიდერის სვიატოსლავ ვაკარჩუკის მიერ ხელმოწერილი მაისური; რუსლანას ბანდანა, რომელშიც ის 2004 წელს გამოვიდა ევროვიზიაზე; წიგნი „მარიუპოლის თვალები“ აზოვის მეთაურთა ხელმოწერებით;
ქართული ლეგიონის ერთადერთი საფოსტო მარკა საქართველოში და სხვ.

უკრაინელი და ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად სულ 20-20 ლოტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, აუქციონზე იმოქმედებს დონატების მაგიდა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ უკრაინელი და ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი სუვენირები და ამით მხარი დაუჭირონ ღონისძიებას.

II საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზატორები არიან მოძრაობა Ukrainian activists in Sakartvelo, აქტივისტური ჯგუფი Batumi for Ukraine, ქართულ-უკრაინული პლატფორმა, საქართველოს უკრაინელების ახალგაზრდული ორგანიზაცია „სვიტანოკი“ და მოხალისეები.

პირველი საქველმოქმედო აუქციონი ბათუმში 2023 წლის 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე გაიმართა, და 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა. შემოსული თანხა ასევე სრულად გადაეცა სამხედროებს.

აუქციონის ლოტებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
FB - Ertad Gamarjvebisken
Insta - @batumi_for_ukraine
Telegram - https://t.me/charityauctionbatumi
კონტაქტი მედიისთვის:
ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა
+ 995 593 75 03 49
platformukrge@gmail.com 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა