თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ გამარჯვებას... შედეგი, რომელსაც 23 წელი ველოდით, მიღწეულია - რუსეთიდან ჩამოსული ჭიქაშვილი

ნახვები: 628 საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ გამარჯვებას... შედეგი, რომელსაც 23 წელი ველოდით, მიღწეულია - რუსეთიდან ჩამოსული ჭიქაშვილი

"მივესალმები კი არა, გახარებულია მთელი ერი" - პრორუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. კვარაცხელიამ განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. სადაც ის რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა.

კიდევ ერთი პროპაგანდისტის, მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, რომელიც ასევე ჩამოჰყვა რუსულ რეისს, ამ დრეს საქართველოს მოსახლეობა 23 წელი ელოდა. მოსახლეობის უმრავლესობის სახელით მოლაპარაკე ჭიქაშვილი ამბობს, რომ ამ "შედეგს შენარჩინება სჭირდება" 

"პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით, "სოლიდარობა მშვიდობის" სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო ფრენები.

ჩვენ მოვმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. " ამბობს მერაბ ჭიქაშვილი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა