4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

ნახვები: 507 ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 81 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილების თანახმად, საქართველოში ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კანონპროექტი ლევან კობიაშვილმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მოამზადეს და ის დაჩქარებული წესით განიხილეს და დაამტკიცეს.

ინიციატორების განმარტებით კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებული იყო ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის – უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს.

კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა