ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

უკრაინელებმა კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა განადგურდეს

ნახვები: 458 უკრაინელებმა კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა განადგურდეს

უკრაინელებმა კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რაკეტების გაშვების შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა