მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას შეხვდა

ნახვები: 447 დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს კრისტოდულიდესს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კვიპროსს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

საუბრისას მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიპლომატებმა განიხილეს საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, აშშ-ს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტი 2021 წლის 26 სექტემბერს დასრულდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა