ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით

ნახვები: 459 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით

მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში, რომლებიც დაეხმარნენ ჩვენს ქვეყანას შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

მისი თქმით, სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებმა და დიდი ენერგიის დახარჯვამ მისცა უკრაინას საშუალება, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეექმნა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც.

„დისტანციურად მივიღე მონაწილეობა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტში თავისუფალი ევროპის ქვეყნებთან, ჩვენი ევროპის ძლიერ ლიდერებთან ერთად. მადლობა გადავუხადე მათ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და მოვუწოდე, განაგრძონ ერთად მუშობა, რათა ყველა დაცულები ვიყოთ, მთელი უკრაინა, მთელი ევროპა, მთელი თავისუფალი სამყარო, ასი პროცენტით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა