4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

თეა წულუკიანი - ვიმედოვნებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წერტილი დაესმება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაციებს

ნახვები: 507 თეა წულუკიანი - ვიმედოვნებ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით წერტილი დაესმება სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაციებს

იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდება, წერტილი დაესმება სპეკულაციებს, გაუგონარ ვაქხანალიას, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო, თითქოს მას ქართული სახელმწიფო არ ან ვერ უვლის, გადასაყვანია სხვა ქვეყანაში ან სხვა დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი ასევე იმედოვნებს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას.

„ვიმედოვნებ, ამით დასრულდება უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რადგან ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს თვითონ სააკაშვილს, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, იმედი მაქვს, თავად პატიმარი, რომელიც იურისტია, სათანადოდ გაიაზრებს ამ გადაწყვეტილებას, ექნება სწორი რეაქციები, განაახლებს კვებას, შეწყვეტს საკუთარი თავის დაზიანებას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავისთვის უკეთესი მომავალი, უკეთესი აწმყო სურს, რისთვისაც აუცილებელია, იყოს ჯანმრთელი. თავისი მხრიდან, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა ჯერი პატიმარზეა, შეწყვიტოს თვითდაზიანება. მას რაც მეტად შეუწყობენ ხელს ოჯახი, მეგობრები, თანამებრძოლები, გარემოცვა, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება, მისთვის ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა