თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

კელი დეგანი - მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული ფრენების აღდგენაზე

ნახვები: 629 კელი დეგანი - მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული ფრენების აღდგენაზე

მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა, ვფიქრობ, ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვმუშაობდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ფრენებზე რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის კომერციული გადაწყვეტილება, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს, მაგრამ ,რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობაც იგივეს გააკეთებს.

მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მთავარი კითხვაა, რატომ უკეთებს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა. ვფიქრობ, რომ ქართველების უმეტესობა უფრო ბედნიერი იქნება, თუ პუტინი გაიყვანს რუსულ ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რათა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და წაიღოს უკან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება.

ეს არის უფრო კარგი ჟესტი, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი ქართველებისთვის. პუტინი უფასოდ არაფერს გასცემს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ, რატომ ჩუქნის ახლა ამას იმის ნაცვლად, რაც უფრო საჭირო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს კი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების უკან წაღება და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა