4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

სტამბოლის მერი - წინასწარი მონაცემებით, წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ კილიჩდაროღლუა

ნახვები: 508 სტამბოლის მერი - წინასწარი მონაცემებით, წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ კილიჩდაროღლუა

წინასწარი მონაცემებით, ჩვენ წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ კილიჩდაროღლუა, – ეს განცხადება სტამბოლის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ გააკეთა.

იმამოღლუ აცხადებს, რომ სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ არის სანდო.

„სააგენტო ანადოლუ და მისი ადმინისტრატორები მონაცემებს აკლებენ, როდესაც რეალურ შედეგებს ხედავენ. მათი ნდობა არ შეიძლება. ჩვენ წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში. დღეს საღამოს ქემალ კილიჩდაროღლუ გამოცხადდება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად“,- აღნიშნა იმამოღლუმ.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის უბნის 47 პროცენტზე მეტია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52,19 %-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუა 41.93%-ით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა