ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

„საქმე გვაქვს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან“ - სუს-ის კრებსებზე პროკურატურა ბადრი ჯაფარიძეს დაკითხავს

ნახვები: 478 „საქმე გვაქვს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან“ - სუს-ის კრებსებზე პროკურატურა ბადრი ჯაფარიძეს დაკითხავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს, 22 სექტემბერს, „ლელოს" ერთი-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს დაკითხავენ.

ჯაფარიძის თქმით, საიდუმლო კრებსებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ყველაფერი ეს კი 2 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

„ის, რაც ამ ფაილებში აღმოჩნდა, ზუსტად ასახავს იმ sms შეტყობინების შინაარსს, ანუ შემიძლია დავადასტურო, რომ ემთხვევა სრულად. ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ამ შეტყობინების ჩაწერას. თვითონ პროკურატურას აქვს რიგი სხვა შეტყობინებები ჩემს სახელზე გამოგზავნილი და შესაძლოა, მათი გადამოწმებაც იყოს გეგმაში. საქმე გვაქვს ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან, რომელშიც ჩართული იყო როგორც ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მიყურადება და მოსმენები სუს-ის გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ:

13 სექტემბერს, ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ე.წ. სუს-ის კრებსები ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა