4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

გიორგი ბოტკოველი - ნიკა მელიას წუხანდელი ეთერი იყო ალბათ გამოსამშვიდობებელი საღამო „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ნახვები: 507 გიორგი ბოტკოველი - ნიკა მელიას წუხანდელი ეთერი იყო ალბათ გამოსამშვიდობებელი საღამო „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ნიკა მელიას წუხანდელი ეთერი იყო ალბათ გამოსამშვიდობებელი საღამო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიცი, როგორ უნდა მოინდომო ან რამ უნდა გაიძულოს, რომ პარტია, სადაც რვა თუ ცხრა წელია, ხარ, ლანძღო და შეურაცხყოფა მიაყენო იქ მყოფ ყველა ადამიანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ნიკა მელიამ, ფაქტობრივად, თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და მზად არის ახალი პარტიის შესაქმნელად, თუმცა ამასაც ვერ აკეთებს, რადგან არ მიჰყვება ხალხი.

„რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს – მე რომ რამე ვთქვა ადეიშვილზე, ნიკა მელია უნდა იცავდეს მას, რადგან სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, ვინც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს. სამი მაღალი თანამდებობა გამოიცვალა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზურა ადეიშვილის ხელშეწყობით, ის იყო პრობაციის სამსახურის უფროსი, თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და ქვეყნის აღსრულების ბიუროს უფროსი. არ ვიცი, ახლა მას სხვა რა უნდა, რომ თქვას ამით, უკვე ჩემთვის წარმოუდგენელია და საერთოდ გაუგებარია ეს ყველაფერი.

ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და აღარ აქვს სურვილი, რომ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ჩაკითხვებშიც ვისმენდით, რომ მზად იყო სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს, იქ არ მიჰყვებიან ადამიანები“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, ნიკა მელია მაქსიმალურად ცდილობს, ბოლომდე დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“.

„მინდა, მასაც და ნებისმიერ ადამიანს, ვინც მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მერე ლანძღავს ამ პარტიას, ყველას ვუთხრა, რომ ეს არცერთ წასულს არასდროს წადგომია და მისი პოლიტიკური კარიერისთვის სიკეთე არ ყოფილა. ნიკა მელიამ  დაგვანახა, რომ ის ვერ შეეგუა წაგებას, ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ყველა მხრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დაეზიანებინა თავისი გეგმით.

მე მინდა, მასაც შევახსენო, რომ ზურა ადეიშვილი ჩართულია უკრაინის საკითხებში და ზურა ადეიშვილის დიდი წვლილია სწორედ ის, რომ ძალიან ბევრი სანქცირება, რომელიც მოხდა უკრაინასთან, უკრაინის აგრესიიდან გამომდინარე, ის არის ამ საქმეების ავტორი და, რა ვიცი, მასზე საუბრობს დღეს „ქართული ოცნებაც“ და მას აშავებს „ქართული ოცნებაც“. კარგი არ არის, რომ იმავე ხმაში მიდის საუბარი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა