მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რომან გოცირიძე - 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები, პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება, დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ

ნახვები: 455 რომან გოცირიძე - 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები, პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება, დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ

2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები. პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება, დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ, როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დადგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით „ლელოს" ინიციატივაზე.

გოცირიძის თქმით, არჩევნებამდე ამ სხდომის დანიშვნის რეალური საფუძველი არ არსებობს.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში ერთთვიანი პაუზაა. 11 დღის შემდეგ ყველაფრის განხილვა შეიძლება და 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები. ამ პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ, როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დადგება. შესაბამისად, ეს 11 დღე არაფერს წყვეტს. ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ყველა პარტია გასულია ველზე და არჩევნებამდე 11 დღით ადრე პარლამენტის სხდომა მაინც ვერ დაინიშნება. არჩევნებამდე ამ სხდომის დანიშვნის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა