მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სუს-ის საიდუმლო კრებსებზე საუბრისას. „ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი - ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული - რა არის აქედან სიმართლე და რა ტყუილი. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში", - ამბობს კახა კალაძე. კითხვაზე, უნდა უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს, რადგან ჩანაწერებში ელჩების მიმოწერებიცაა, კალაძე პასუხობს: „თუ ასეა საჭირო, მაშინ კი“.

ნახვები: 453 „უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სუს-ის საიდუმლო კრებსებზე საუბრისას. „ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი - ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული - რა არის აქედან სიმართლე და რა ტყუილი. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში", - ამბობს კახა კალაძე. კითხვაზე, უნდა უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს, რადგან ჩანაწერებში ელჩების მიმოწერებიცაა, კალაძე პასუხობს: „თუ ასეა საჭირო, მაშინ კი“.

დღევანდელი, 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ამერიკულ დოლარსა და ევროსთან მიმართებაში უმნიშვნელოდ გამყარდა. ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, 21 სექტემბერს ერთ ევროს 3.6429 ლარად იყიდით, ცვლილება 2.24 თეთრია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 21 სექტემბერ შევა

შეგახსენებთ: ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის დაწყებიდან დღემდე 242.9 მილიონი დოლარი 8 სხვადასხვა სავალუტო აუქციონზე გაყიდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა