ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის წინააღმდეგ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს

ნახვები: 510 უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის წინააღმდეგ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ გაშვებული 35-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერი კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მათი განმარტებით დრონები კიევის ოლქის მიმართულებით გაგზავნეს. შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებიდან - სეშჩას აეროდრომიდან (რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქი) განხორციელდა.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსებმა ოდესის ოლქს Tu-22m3 ტიპის ბომბდამშენებიდან დაარტყეს. რაკეტები თარხანკუტის ტერიტორიიდან (ოკუპირებული ყირიმი) გაუშვეს. მათმა ნაწილმა სამიზნეს ვერ მიაღწია.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა