ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

შვედეთის ელჩი - შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში

ნახვები: 467 შვედეთის ელჩი - შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში

ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში.

„გილოცავთ შვედეთის და ევროპის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად, შვედეთის დღეების აღსანიშნავად, რომელიც ევროპის დღეების ნაწილს წარმოადგენს. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში შვედეთის საელჩოს ამ დღის მოწყობისთვის. მშვენიერია ქართულ-შვედური სოფლის ნახვა აქ, თბილისის გულში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო  შვედ არტისტებს და მომღერლებს, რათა აქ ჩამოვიდნენ, რომ თქვენ გასიამოვნონ და კონცერტი გამართონ. ასევე, აქ არის შვედეთის ერთ-ერთი საუკეთესო შეფმზარეული, რათა დაგაგემოვნებინოთ შვედური კერძები.

დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას, დამსწრე საზოგადოებას, რათა მობრძანდით აქ, რომ აღგვეღნიშნა შვედეთის და ევროპის დღე ერთად. ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, და გვჭირდება უფრო მეტი საქართველო როგორც შვედეთში, ასევე ევროკავშირში, და გვინდა უფრო მეტი შვედეთი საქართველოში, რასაც ჩვენ დღეს დავინახავთ. დიდი მადლობა, საქართველოს გაუმარჯოს, შვედეთს გაუმარჯოს, ევროპას გაუმარჯოს“, – განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა