4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

პაველ ჰერჩინსკი - გილოცავთ ევროპის დღეს, საქართველო ამ დღეს ევროპული პერსპექტივით ხვდება, შემდეგი ეტაპი სტატუსის მოპოვებაა, რაც უფრო დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობასთან

ნახვები: 486 პაველ ჰერჩინსკი - გილოცავთ ევროპის დღეს, საქართველო ამ დღეს ევროპული პერსპექტივით ხვდება, შემდეგი ეტაპი სტატუსის მოპოვებაა, რაც უფრო დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობასთან

ჩვენ შევიკრიბეთ ევროპის დღის აღსანიშნავად, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს ისტორიული შანსია, რათა საქართველო გახდეს ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი.

„ამიტომ, ახლა მოქმედების დროა. იმედია, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გაეცნობით ჩვენი, ევროპის გუნდის და ჩვენი პარტნიორების საქმიანობის შედეგებს. ეწვევით ევროსოფელს, რომელიც ევროკავშირის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს თავისი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. გილოცავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა