4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

დავით კირკიტაძე - სალომე სამადაშვილისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ხაზარაძის იდეოლოგია, მოქმედებები, ეს არჩევანი გააკეთა და გაურკვეველია, ახლა თავს რატომ გვესხმის

ნახვები: 508 დავით კირკიტაძე - სალომე სამადაშვილისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ხაზარაძის იდეოლოგია, მოქმედებები, ეს არჩევანი გააკეთა და გაურკვეველია, ახლა თავს რატომ გვესხმის

არავის, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვკარნახობ არაფერს. უბრალოდ, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომელი პოლიტიკური პარტიის სიით გახდა სალომე სამადაშვილი პარლამენტის წევრი და აქ დავამთავრებ მის შეფასებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაურკვეველია, რატომ ესხმის თავს „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე სამადაშვილი.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგულია იმ იდეალებისა და პრინციპების, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილია. მოსწონს თუ არა ეს სალომე სამადაშვილს, მისი გადასაწყვეტია. მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ხაზარაძის იდეოლოგია, მოქმედებები, მან ეს არჩევანი გააკეთა და გაურკვეველია, ახლა თავს რატომ გვესხმის“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დგას სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმებზე: „„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მთლიანად მიბმულია ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და ეს არ არის ნორმალური დემოკრატიული პარტიის ფუნქციონირების, სისტემური მუშაობისთვის. თანამედროვე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა შეეხებოდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროგრამას და არა – პარტიის ლიდერთან დაკავშირებით პოზიციონირებას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა