არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

აქციის მონაწილე მშობელი - ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა პროტესტს ვაგრძელებთ, მეტი გარანტია გვჭირდება, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის

ნახვები: 674 აქციის მონაწილე მშობელი - ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა პროტესტს ვაგრძელებთ, მეტი გარანტია გვჭირდება, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის

ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა განუცხადა, დღევანდელმა შეხვედრამ შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, სამინისტროში ახლა მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით დადებით შეფასებებს ისმენენ.

როგორც მაკა გოჩიაშვილი ამბობს, მიუხედავადა ამისა, მშობლებს მეტი გარანტია სჭირდებათ, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის და ამიტომ პროტესტს გააგრძელებენ.

„დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, ჩვენმა ხმაურმა შედეგი გამოიღო. შეიცვალა სამინისტროს მესიჯები. დადებითი მოლოდინები არ გვქონდა, რადგან მათი მხრიდან მედიკამენტზე ნეგატიურ შეფასებებს ვისმენდით. ახლა მედიკამენტზე დადებითი შეფასება გვესმის. ამ ეტაპზე „ბიომარინთანაც“ წარმატებულია მათი კომუნიკაცია. ჩვენთან ერთად აღიარებენ, რომ ეს არის ერთადერთი, ეს არის ლიცენზირებული და ავტორიზებული მედიკამენტი ბავშვებისთვის. პროტესტს ვაგრძელებთ, რადგან ჩვენ გვჭირდება მეტი გარანტია, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის. პროცესი ნამდვილად წინ დაიძრა თუნდაც იმით, რომ სამუშო ჯგუფში ვართ და ერთად მუშაობას განვაგრძობთ, თუმცა ვინაიდან გარანტიებს ვერ გვაძლევენ, ვაგრძელებთ პროტესტს“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.

მაკა გოჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან, კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ ვიყოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში და ვიმუშაოთ ერთად. თამარ გაბუნიაც გვეთანხმება და ჩვენთან ერთად აღიარებს, რომ ეს არის ერთადერთი მედიკამენტი და ერთადერთი შანსი ბავშვებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მით უმეტეს, ბავშვები ელოდებიან. თამარ გაბუნიამ გაგვიზიარა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა. ასევე დავგეგმეთ სხვა წვრილმანი დეტალები. შემდეგი შეხვედრა არის 5 მაისს“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბებს.

„გვეთანხმება, რომ მაისის ბოლომდე პროტოკოლი მზად იქნება, რამდენიმე დღეში დამტკიცდება, დიდი დრო არ სჭირდება. გვითხრა, რომ მწარმოებელთან აქვს კომუნიკაცია, მათგან პასუხიც მიიღო და შემდეგი კითხვით მიმართეს, რაზეც პასუხს ელოდებიან. მოვითხოვეთ იმ ქვეყნების სია, რომლებიც ამ მედიკამენტით სარგებლობენ და მივიღეთ ჩამონათვალი, როგორია ახალი გამოცდილება. ნეგატიური არაფერი უთქვამს, ანუ ეს შედეგები პოზიტიურია. „ვოსორიტიდის“ გარდა ვისაუბრეთ რეაბილიტაციაზე, სტატუსის მინიჭებაზე. რა უნდა გაკეთდეს ამ ბავშვებისთვის, რომ ადაპტირდნენ გარემოში, სხვა საჭიროებები დაკმაყოფილდეს, იქნება ეს რეაბილიტაცია, მასაჟები, რაც ფიზიკური თუ მენტალური განვითარებისთვის არის საჭირო. ამ მიმართულებითაც ცალკე გეგმა დავსახეთ. ესეც ძალიან სასიხარულოა, რადგან აქამდე ჩვენს შვილებს ამით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა