4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ზარქუა - IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?

ნახვები: 508 ირაკლი ზარქუა - IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?

IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე, ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ის კვლევები რომ არასწორია, ეს არაერთხელ გამოჩნდა.

„მინდა, IRI-ის კვლევას შევეხო. კარგი ორგანიზაცია, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს კვლევები არ არის თქვენი ძლიერი მხარე, შეეშვით. 30 პროცენტიანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო. მოსახლეობამ ვიცით, ვის როგორი რეიტინგი აქვს. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში გამოჩნდა. ვერცერთი მიიღეს მონაწილეობა. მე სხვა რამეზე ვწუხვარ. ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე, არჩევნების დროს რომ მიიღოს 30-40 პროცენტიანი სხვაობა, ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ მერე? არ გრცხვენიათ? დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა ჩემს ხაბეს, 14 პროცენტიანი პარტიის ლიდერის, თქვა, მოვედი და დაეტყო პარტიასო. რატომ აკეთებთ ამას? შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას? ისედაც ერთმანეთს კომპიუტერებს ართმევენ, ისე გაკოტრდნენ ყველანაირად – მორალურადაც და პოლიტიკურადაც. IRI-ის მივმართავ, არ არის ეს თქვენი საქმე, კონცენტრირდით, წაგიყვანთ წალენჯიხაში, უამრავი თემაა, ახალგაზრდები გადავამზადოთ, შეგიძლიათ, კარგი პროგრამები გაქვთ. არ არის ეს კვლევა თქვენი თემა, მერამდენედ უნდა შეილახოთ ავტორიტეტი. ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება. ხაბე მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14-მდე არ არის, ბიჭო, არ დაიჯერო“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა