ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ჯონ კირბი - აშშ-მა უკრაინას თითქმის სრულად გადასცა, რასაც კონტრშეტევისთვის ითხოვდა

ნახვები: 475 ჯონ კირბი - აშშ-მა უკრაინას თითქმის სრულად გადასცა, რასაც კონტრშეტევისთვის ითხოვდა

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კიევისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქმის 100%-ით უზრუნველყო, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევის დასაწყებად სამხედრო დახმარების სახით მოითხოვეს.

უკრაინის არმიის მხრიდან დიდი კონტრშეტევის შესახებ ბევრი ვარაუდი არსებობს, მაგრამ მისი დაწყების ზუსტი დრო, მიმართულება და დეტალები მხოლოდ მცირე წრისთვისაა ცნობილი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციისთვის მზადება ფინიშის ხაზზეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა