მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გრინ ნეთვორქსი“ მომსახურების ხარისხსა და არეალს აფართოებს

ნახვები: 459 თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გრინ ნეთვორქსი“ მომსახურების ხარისხსა და არეალს აფართოებს

თიბისის მხარდაჭერით ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია „გრინ ნეთვორქსმა“ ინფრასტრუქტურა და მომსახურების არეალი გააფართოვა. მისი დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ომაძე, კომპანიის ისტორიას  გვიყვება:

„ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ბაზარი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ არსებობდა რეგიონები, რომლებშიც ინტერნეტის საჭიროება იდგა.

2012 წელს დავფუძნდით და დავიწყეთ რადიო-ინტერნეტით, რომლითაც უზრუნველვყოფდით მომხმარებელს შორეულ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო სხვა პროვაიდერები არ შედიოდნენ.

პირველ ხანებში რადიო-ინტერნეტი სრულიად აკმაყოფილებდა არსებულ ბაზარს. შემდეგ, ნელ-ნელა, მოთხოვნა და კონკურენცია გაიზარდა და საჭირო გახდა რადიო-ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მივმართეთ თიბისის და მისი მხარდაჭერით სრულფასოვნად ავითვისეთ რამდენიმე დიდი რეგიონი - გორის, ხაშურის, ქარელის რაიონების სოფლები, სადაც შევიყვანეთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი.

პირველ ეტაპზე ჩვენი სერვისი ინტერნეტით შემოიფარგლებოდა. ბოლო 3 წელია, მოთხოვნის შესაბამისად, დავიწყეთ  VoIP ტელეფონი და IP ტელევიზიით მომსახურებაც.

წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ინფრასტრუქტურა იჯარით გვქონდა აღებული. თიბისი დაგვეხმარა და ამ ეტაპზე 70% საკუთარი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამან, ცხადია, გაზარდა ჩვენი მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც.

სატელეკომუნიკაციო სივრცეში არსებული სხვა კომპანიებისგან სწორედ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მოქნილი ტარიფები და ოპერატიულობა განგვასხვავებს. სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პროცესში ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ხარისხზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გვქონია არცერთი სერიოზული დაზიანება.

ამჟამად კომპანიაში 10 პროფესიონალია დასაქმებული.

სამომავლოდ ვგეგმავთ, მთლიანად საკუთარი ინფრასტრუქტურით ვიმუშაოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი რეგიონი, კიდევ უფრო დავხვეწოთ ხარისხი და მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი ინტერნეტი.“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა