პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ანა ნაცვლიშვილი - საკითხი დგას ასე - ან სანქცირებული მოსამართლეები დარჩებიან სისტემაში, ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს

ნახვები: 657 ანა ნაცვლიშვილი - საკითხი დგას ასე - ან სანქცირებული მოსამართლეები დარჩებიან სისტემაში, ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს

საკითხი დგას ასე - ან სანქცირებული მოსამართლეები დარჩებიან სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სასამართლო კლანთან“ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა, აქტიურობა და მათ შორის პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა „ლელო“ მსგავს აქციებს, ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოება ამას მომდევნო დღეებში იხილავს.

„დამოუკიდებელი სახელმწიფოს მისაღწევად აუცილებელია, კლანი სახლში წავიდეს და სრულყოფილი რეფორმა გატარდეს. ყველას გვესმის, რომ ეს დიდი ბრძოლის ნაწილია. ამ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა, აქტიურობა და მათ შორის, პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია. ამ ეტაპზე სანქცირებულ ადამიანებს ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც რომ ჰქონდეთ, თანამდებობიდან უნდა მიდიოდნენ. საკითხი დგას ასე - ან ეს ხალხი დარჩება სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. რა უფლება აქვს რამდენიმე მოსამართლეს, რომ სასამართლოში საკუთარ ყოფნას ქვეყნის უსაფრთხო მომავალი გადააყოლოს?!

იმისთვის, რომ კლანის დემონტაჟი მოხდეს, ბრძოლას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ისე, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში. დანარჩენს მომდევნო დღეებში იხილავს საზოგადოება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა