თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მუსლიმი სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს

ნახვები: 630 მუსლიმი სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ, დღეს მუსლიმი სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა აღავლინეს. ხალხმრავლობის გამო მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვის რიტუალი ქუჩაში შეასრულა, დიდი ნაწილი კი ბათუმში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს.

რამაზანის მარხვის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლის ან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება, ბაირამის დღეს კი ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

ქართველ მუსლიმებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა