მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება

ნახვები: 472 ინფრასტრუქტურის სამინისტრო - იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელითაც მთავრობის გადაწყვეტილება, მოხდეს უსახური ანდა საფრთხის შემცველი ნაგებობების დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ სიუჟეტი ეფუძნება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაუსაბუთებელ ვარაუდებს, არ ასახავს სახელმწიფო უწყებებისგან გამოთხოვილ, ობიექტურ ინფორმაციას და მეტიც, მასში არ იყო გამოყენებული, სიუჟეტის მომზადების დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პასუხი.

„როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახურ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ეფექტიან და კანონთან შესაბამის განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია. მოცემულ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია მუნიციპალურ, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება. მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი ექსპერტული დასკვნების მიღების პირველი ეტაპი.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, დასკვნის მისაღებად, უკვე გაგზავნილია 209 ნაგებობის მონაცემები. გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟზე, მიიღება დასკვნის მიხედვით. ამჟამად, ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზეა 17 შენობა. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც.

კონკრეტულ შენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება მოხდება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, მათ შორის, ტენდერის, პირდაპირი შესყიდვის და სხვა გზით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კანონს არ შეესაბამება, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა