მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს - დაშავდა ორი ადამიანი

ნახვები: 604 რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს - დაშავდა ორი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიიდან ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ - დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი. გარდა ამისა, დაზიანებულა ოთხი და განადგურებულია ერთი სამეურნეო შენობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა